ექსტერიერის შეღებვის იდეები ხის სახლისათვის
ექსტერიერის ფერი ქმნის განწყობას თქვენი სახლისათვის. მნიშვნელოვანია რომ იპოვოთ ფერი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ წლების მანძილზე. ნამდვილად ღირს რომ კარგად დაფიქრდეთ და ისე აარჩიოთ ექსტერიერის ფერი, რათა დარწმუნებული იყოთ საკუთარ არჩევანში.
როდესაც საქმე ექსტერიერს ეხება, რთულია არ გაგახსენდეს ნაცრისფერი. ამ ფერის სხვადასხვა ტონები მარტივად ერევა ნებისმიერ სტილთან, იქნება ეს ტრადიციული თუ ელეგანტური თანამედროვე ხის სახლი.
“ნაცრისფერის პოპულარობა ახლა პიკშია, შემდეგ ტენდენცია ალბათ ცოტა დაიკლებს” – ამბობს ირინა ჰანჰისალო, ტიკურილას ფერების კატეგორიის მენეჯერი.
რაც დრო გადის უფრო ბევრი სახლი იღებება შავად. შავი ფერი ქმნის შესანიშნავ კონტრასტს თეთრ ან ხის ტონებთან. შავი ფერი ერგება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე სტილს.
შავი ასევე ჰარმონიული არჩევანია. შავი და სხვა მუქი ფერები განსაკუთრებით კარგად ერწყმიან გარემოს.
ტრენდული ნაცრისფერის, თეთრისა და შავის გარდა, ასევე აქტიუალურია ყვითელი და წითელი ფერები. მათ შორის კი ყველაზე ტრენდული არის მუქი წითელი.
ჰანჰასილო ვარაუდობს რომ მომდევო ათწლეულში გარე ზედაპირებზე უფრო ბუნებრივი ტონები იქნება, ორგანული და თბილი ფერი იწყებს უფრო დიდი ინტერესის მოპოვებას. ბუნებრივი და ნეიტრაულური ტონები განსაკუთრებით შესაფერისია, როდესაც გსურთ, რომ სახლის ფორმა და ფიგურა გამოიკვეთოს და არა ფერი.